პროექტის შესახებ

                        იაპონია

ალბათ გსმენია იაპონიის შესახებ. იაპონია აზიის ყველაზე განვითარებული ქვეყანაა. იაპონიაში მზე პირველი ამოდის., რადგან ის ყველა ქვეყანაზე აღმოსავლეთითაა. ამიტომ იაპონიას ამომავალი მზის ქვეყანას უწოდებენ. იაპონიაში 128 მილიაონი ადამიანი ცხოვრობს. იაპონიაში ყველაზე დიდი რაოდენობით თანამედროვე ტექნიკა მზადდება. ამიტომ იაპონიას თანამედროვე ტექნოლოგიების  ქვეყანასაც უწოდებენ. იაპონია ძალიან თანამედროვე ქვეყანაა, მაგრამ მას იმპერატორი დღესაც ჰყავს. იაპონელებს ძალიან ძველი კულტურა და ტრადიციები აქვთ. ისინი საკუთარ კულტურასა და ტრადიციებს ძალიან დიდ პატივს სცემენ. ამიტომაა იაპონია ტურისტების საყვარელი ქვეყანა. ყველაზე მეტი ტურისტი იაპონიაში მარტიდან აპრილის ბოლომდე ჩადის. მატიდან აპრილამდე იაპონიაში საკურა ჰყვავის. 


ტოკიო

ტოკიოსთან  დაკაშირებით, ალბთ, მიწისძვრები და ცუნამები გახსენდება. მართალი ხარ, ამ ქალაქში ძალიან შირია მიწისძვრა და ცუნამი. მიუხედავად ამისა, ტოკიო მაინც ყველაზე დიდი ქალაქია მოსახლეობით მთელ მსოფლიოში, მის სანახავად უამრავი ხალხი ჩადის, იმპერატორის სასახლე, ცათამბჯენები, უძველესი ტაძრები და მუზეუმები, გინზას უბანი თუ დისნეი ლენდი ტოკიოს ულამაზესი ადგილებია. ამიტომ ყველა ადამიანს უნდა ამ ქალაქის შესახებ მეტი გაიგოს...


საკურა

საკურა იაპონური ალუბლის ხეა. ის გაზაფხულზე ყვავის. საკურა იაპონური კულტურის ნაწილია. მისი ყვავილობა ძველ იაპონურ ნახატებზეა გამოსახული. საკურა სულ შციდი დღე ყვავის. ეს შვიდი დღე იაპონელებისთვის დღესასწალუია. ამ დღესასწაულს ჰანამის უწოდებენ. ჰანამი იაპონურად ყვავილის ყურებით ტკბობას ნიშნავს. 
 საკურას ყვავილი ვარდისფერი ან თეთრია. იაპონელების ყველგან აქვთ საკურას ხეები. საკურას იაპონელების ეზოებში, ბაღებში, სკვერებში ნახავთ. იაპონელები საკურას ფოთლებს საკვებად იყენებენ.

სუში

იაპონელების ძირითადი საკვები ძველი ტრადიციებიდან მოდის. ისინი ზღვის პროდუქტებითა და ბრინჯით იკვებებიან. იაპონელები საკვებად დანას და ჩნგალს არ იყენებენ. ისინი საკვებს ხის ორი ჯოხით მიირთმევენ.
  სუში ტრადიციული იაპონური საკვებია. ის მზადდება უმი თევზისკან და ბრინჯისგან .
  იაპონურ კერძებში მთავარი მისი სილამაზეა. კერძი ლამაზად უნდა იდოს თეფშზე. 
  სუში არა მარტო იაპონელებს უყვართ. ის ერთ-ერათი ყველაზე გემრიელი და ძვირიანი კერძია მსოფლიოში. 


სამურაი
სამურაი ძველად იაპონელ მეომრებსერქვათ. სამურაი იაპონურად სამსახურს ნიშნავს. სამურაი ბატონს ემსახურებოდა და იცავდა. ბრძოლის დროს სამურაი ხმალს იყენებდა. 
ხმალს იაპონურად კატანა ჰქვია. სამურაი ცნობილი იყო თავისი ხმლით ბრძოლის ხელოვნებით.
   სამურაები განსაკუთრებულ სამოსს ატარებდნენ. მათ ჰქონდათ თავიანთი კანონების წიგნიც. სამურაები ამ კანონებს პატივს სცემდენენ და ბატონის ერთგულები იყვნენ. 
  ტყვედ ჩავარდნილი სამურაები თავს იკლაცდნენ. ისინი მუცელს ხმლით იფატრავდნენ.
ამ წესს ჰარაკირი ეწოდება. ჰარაკირი ვაჟკაცობის სიმბოლო იყო.
 სამურაების ცხოვრებაზე ბევრი წიგნია დაწერილი. ასევე, გადაღებულია ცნობილი იაპონურ ფილმი " შვიდი სამურაი"

No comments:

Post a Comment